Aa
Aa

გულშემატკივრებმა ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოავლინეს

გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტზე გულშემატკივართა გამოკითხვა ჩატარდა, რომელმაც ჩემპიონატის გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა. 

ბუნდესლიგის საიტისა და საფეხბურთო სიმულატორ FIFA 19-ის მწარმოებელი კომპანიის, EA SPORTS-ის თანამშრომლობის ფარგლებში მოწყობილი გამოკითხვის შედეგად, სეზონის სიმბოლურ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ.

მეკარე: კევინ ტრაპი (აინტრახტი); 

მცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი); დენი და კოსტა (აინტრახტი); მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიფციგი); 

ნახევარმცველები: ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი); კაი ჰავერცი (ლევერკუზენი); მარკო როისი (დორტმუნდი); ფილიპ კოსტიჩი (აინტრახტი);

თავდამსხმელები: ჯულიან ბრანდტი (ლევერკუზენი); ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

როგორც ხედავთ, ჩემპიონი "ბაიერნიდან" სიმბოლურში მხოლოდ 2 ფეხბურთელი მოხვდა, ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი ფრანკფურტის "აინტრახტს" ჰყავს - 4. "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" 2-2 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილი, ყველაზე ნაკლები გოლის გამშვებ "ლაიფციგიდან" კი 1 ფეხბურთელია, რა თქმა უნდა - მცველი.

გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3-დან 19 მაისამდე მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა 650 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები