აზარი:
Aa
Aa

აზარი: "როცა ჩელსიში მოვედი ბავშვი ვიყავი, ახლა კი"...

ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ბრიტანულ გამოცემა The Mirror-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული წლების და ევროპა ლიგის ფინალური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„როცა „ჩელსიში“ მოვედი ბავშვი ვიყავი. ახლა კი დიდი კაცი ვარ, თუმცა არ შევცვლილვარ და იგივე პიროვნული მახასიათებლებით გამოვირჩევი“.

„დღესდღეობით უფრო დიდი გამოცდილება მაქვს და მეტი გოლი გამაქვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ვიყო ის, ვინც კარიერის დასაწყისში ვიყავი“.

„სტემფორდ ბრიჯზე“ პირველად, რომ ჩამოვედი მეშინოდა. დიდიე დროგბა "ჩელსიდან" წასული გახლდათ და როცა მისი დონის ფეხბურთელი გყავს ტიტულებს აუცილებლად დაისაკუთრებ, თუმცა საბოლოოდ მაინც უმაღლესი დონის მოთამაშეების მხარდამხარ მომიწია გამოსვლა“.

„ჩელსიში გატარებულ 7 წელიწადს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ. რამდენიმე თასი დავისაკუთრეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. მქონდა შანსი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „სიტისთან“ ან „ტოტენჰემთან“ გამეფორმებინა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და „ჩელსი“ ავირჩიე. მახსოვს დროგბას და ჯო კოულს ტელეფონით ვესაუბრე და მითხრეს, რომ საუკეთესო კლუბში მოვდიოდი“.

მიმდინარე სეზონში აზარმა „ჩელსის“ მაისურით 19 გოლი შეაგდო და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამწუხაროდ ბელგიელის ბრწყინვალე თამაში წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს და კარაბაოს თასის ფინალში დამარცხდნენ. ედენს სჯერა, რომ წინ უკეთესი წლები ელის და იმედი აქვს პროგრესს მიაღწევს.

„მინდა მინდორზე ყოფნით სიამოვნება მივიღო და კარგად ვითამაშო. ბრაზილიასთან ჩინებულად ვიასპარეზე, მაგრამ გოლი ან შედეგიანი გადაცემა არ გამიფორმებია. მე სწორედ ასეთ სტილში მიყვარს თამაში“.

„გოლების გატანაზე და შედეგიანი გადაცემების გაკეთებაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა საუკეთესო თამაში ვაჩვენო. შეგდებულ ბურთებსა და ასისტებს თუ გავითვალისწინებთ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოა, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ სტატისტიკა ბევრს არაფერს ნიშნავს“.

„ფეხბურთში პროგრესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია და სწავლა გვიანი არასდროსაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს და სულერთია რომელი ქვეყნის ჩემპიონატში ვიასპარეზებ, მაინც იგივე ფილოსოფიის მიმდევარ ფეხბურთელად დავრჩები“.

„ჩვენთვის ევროპა ლიგის ფინალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორი თვის წინ კარაბაოს თასისთვის ბრძოლაში დავმარცხდით, ამიტომ სეზონის დადებით ნოტაზე დასრულება აუცილებელია. ბოლო ორი თვის განმავლობაში სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ და ბაქოში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები