ისკოს ოფიციალური განცხადება მის ტრანსფერზე!
Aa
Aa

ისკოს ოფიციალური განცხადება მის ტრანსფერზე!

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახვეარმცველმა ისკომ მის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

"მე გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი, 2018 წლამდე მაკავშირებს და ჩემი სურვილია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მინიმუმ ამ დრომდე დავრჩე"... - ლაკონურად განუცხადა ჩვენს პირინეელ კოლეგებს "სამეფო კლუბის" შემტევმა.

მოგეხსენებათ, ბოლო კვირებია ისკოს ტრანსფერზე საუბარი არ წყდება, მასთან ერთად ესპანური გამოცემები შესაძლო წამსვლელთა შორის ხამესსაც ასახელებენ. 

ასე მაგალითად, გუშინ marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 წლის ესპანელის სანაცვლოდ "რეალისთვის" ტურინის "იუვენტუსი" 30 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. გარდა "ბებერი ქალბატონისა" ისკოთი ინტერესს "მანჩესტერ სიტიც", კონკრეტულად კი მისი მომავალი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაც იჩენს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები