ალეგრი: მორატა ახალგაზრდა და იმპულსურია
Aa
Aa

ალეგრი: მორატა ახალგაზრდა და იმპულსურია

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი „ფიორენტინასთან“ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს გაესაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის გარდა, კომენტარი გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელ, ალვარო მორატაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

 

„იუვენტუსის“ თერთმეტივე ფეხბურთელი თამაშში პირველივე წუთებიდანვე აქტიურად ჩაერთო და მეტოქეს დებიუტშივე საკმაოდ მაღალი ტემპი შევთავაზეთ. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სტუმრად „ფიორენტინას“ დამარცხება ადვილი ნამდვილად არ არის. ჩვენ დღეს ძლიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. განსაკუთრებით კი გუნდის მცველებს გამოვყოფდი. რაც შეეხება მორატას, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და იმპულსურია. იმისათვის, რომ დაჯარიმდე საკმარისია მეტოქეს მაიკაზე უბრალოდ მსუბუქად მოქაჩო. მას კი ასეთი სათამაშო ეშმაკობა ჯერ სასწავლი აქვს. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ იმ მომენტში წითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებული იყო“ - განაცხადა ალეგრიმ

 

 

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასთან“ მატჩის მიწურულს ალვარო მორატამ წითელი ბარათი მიიღო და ამის გამო იტალიის თასი ფინალში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები