ჯეკო
Aa
Aa

ჯეკო "ფენერბაჰჩეში"?

იტალიური "რომას" ბოსნიელი ფორვარდი, ედინ ჯეკო, თურქულ "ფენერბაჰჩესთან" სატრანსფერო მოლაპარაკებებს მართავს. აპენინური პრესის თქმით, ჯეკოს რომიდან აბარგება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, "ფენერი" კი მისი გადაბირებით სერიოზულად ინტერესდება.

თურქული პრესა წერს, რომ სტამბულური კლუბის ხელმძღვანელობასა და ჯეკოს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა, ამიერიდან კი ჯერი უკვე უშუალოდ კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა მიმდგარი.

როგორც ირკვევა, დანიელე დე როსის შემდეგ "რომას" დატოვება ჯეკოს, ალექსანდრ კოლაროვსა და კოსტას მანოლასს აქვთ გადაწყვეტილი, რაც "ჯალოროსიში" ერთგვარ რეორგანიზაციას აანონსებს.

ჯეკო "რომაში" 2015 წელს "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა, მან "გლადიატორთა" მაისურით ჩატარებულ 172 შეხვედრაში 85 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები