ლებეფი:
Aa
Aa

ლებეფი: "აზარი უნდა წავიდეს, სარი - არა"

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ფრანკ ლებეფი მიიჩნევს, რომ „არისტოკრატთა“ ბელგიელმა ვარსკლავმა, ედენ აზარმა გუნდი უნდა დატოვოს, თუმცა ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში მაურიციო სარის გაშვების წინააღმდეგია.

როგორც მოგეხსენებათ აზარის შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს. იტალიელი სპეციალისტის გადაბირებით კი ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული.

ლებეფმა საკუთარი მოსაზრება The Sun-თან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: „აზარს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ერთი წლით აკავშირებს, ამიტომ იგი უნდა წავიდეს. კლუბი ამ საკითხს ფინანსური გადმოსახედიდან უნდა მიუდგეს“.

„შარშან ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ ბელგიელი კარიერას „რეალში“ გააგრძელებდა, თუმცა ლონდონელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს და აზარმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. თუ წელსაც ასე მოხდება, ედენი უმაღლეს დონეზე ვეღარ იასპარეზებს, რადგან „სტემფორდ ბრიჯზე“ ბედნიერი აღარ იქნება“.

„ჩვენ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ, წარმატება ვუსურვოთ და მისი შემცვლელი ვიპოვოთ“.

„რაც შეეხება სარის, თუ იტალიელმა სპეციალისტმა ევროპა ლიგაზე წარმატებას მიაღწია, გუნდში უნდა დარჩეს. თასების დასასაკუთრებლად სტაბილურობაა საჭირო. ისე, როგორც ეს „მანჩესტერში“ სერ ალექს ფერგიუსონთან და "არსენალში" არსენ ვენგერთან მიმართებით მოხდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები