„მეივეზერი კონორთან მატჩრევანშისთვის მზადაა“ - აცხადებს ფლოიდის ერთ-ერთი მეგობარი
Aa
Aa

„მეივეზერი კონორთან მატჩრევანშისთვის მზადაა“ - აცხადებს ფლოიდის ერთ-ერთი მეგობარი

რამდენიმე დღის წინ კონორ მაკგრეგორმა ფლოიდ მეივეზერთან მატჩრევანშის სურვილი გამოთქვა. ირლანდიელმა მებრძოლმა „მანისთან“ შესაძლო ჯახის შესახებ ტონი რობინსთან ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადებით გამოვიდა: „კრივის წესებით მატჩრევანშის გამართვა მსურს და ვფიქრობ გავიმარჯვებ“.

„პირველი ორთაბრძოლის საწყის რაუნდებში უპირატესობას ვფლობდი და მეივეზერი მაგრად ვცემე. მახსოვს პირველი რაუნდის შემდეგ ჩემს კუთხეში მივედი და ვთქვი - ეს ძალიან ადვილია“.

მაკგრეგორის განცხადების შესახებ კომენტარი ფლოიდ მეივეზერის ერთ-ერთმა მეგობარმა და Mayweather Promotions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეონარდ ელერბემ გააკეთა. ამ უკანასკნელმა „მანის“ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 42 წლის მოკრივე სრულ მზადყოფნაშია.

„კონორს, დენა უაითს და UFC-ის მებრძოლებს დიდ პატივს ვცემ. თუ მაკგრეგორს ბრძოლა სურს უაითს უნდა შეატყობინოს და ერთი ზარი განახორციელოს. მხოლოდ ერთი ზარია საჭირო! ფლოიდი მატჩრევანშისთვის მზადაა“.

ცხელი ამბები