იტალიაში 14 წლის ფეხბურთელმა მდედრობითი სქესის წარმომადგენელ მსაჯს სასქესო ორგანო უჩვენა
Aa
Aa

იტალიაში 14 წლის ფეხბურთელმა მდედრობითი სქესის წარმომადგენელ მსაჯს სასქესო ორგანო უჩვენა

ჯულია ნიკასტრო 22 წლის ქალბატონია, რომელიც მსაჯის პროფესიით გახლავთ დაკავებული. ახალგაზრდული ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრის დროს იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა მოუხდა.

Sport Mediaset-ის ცნობით მატჩის მიმდინარეობისას ნიკასტრომ ერთ-ერთი გუნდის სასარგებლოდ კუთხური დანიშნა. ამ მომენტში მასთან 14 წლის ფეხბურთელი მივიდა, რომელმაც შორტი ჩაიწია და სასქესო ორგანო უჩვენა. შემდეგ კი მოსთხოვა ან გაეძევებინა, ან მასთან ინტიმური კავშირი დაემყარებინა.

ნიკასტრო იძულებული გახდა წითელი ბარათი ამოეღო, რამაც „ტრეპორტის“ გულშემატკივრები გააცეცხლა. ისინი დარჩენილი დროის განმავლობაში 22 წლის ქალბატონს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

გუნდის წარმომადგენლებს ვითარების განსამუხტად არაფერი მოუმოქმედებიათ, თუმცა მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და უკან დაიხიეს: „მატჩის ორგანიზატორებს ბოდიში უკვე მოვუხადეთ. ვცდილობთ მთავარ მსაჯს დავუკავშირდეთ და მასაც მოვუბოდიშოთ“.

იტალიური გამოცემის ცნობით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები