Aa
Aa

კანტე ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს

ევროპა ლიგის ფინალის წინ ლონდონის „ჩელსის“ სერიოზული საკადრო პრობლემები აწუხებს. „არისტოკრატები“ ბაქოში გასამართ შეხვედრას ნგოლო კანტეს გარეშე ჩაატარებენ. ფრანგმა ნახევარმცველმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და იძულებულია გადამწყვეტი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატაროს.

კანტე ბოლო პერიოდში ბარძაყის კუნთის ტრავმას ებრძოდა. „ლურჯების“ ქომაგები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ნგოლო „არსენალთან“ ჯახში „ჩელსის“ მაისურის მორგებას შეძლებდა, თუმცა იმედები გაუცრუვდათ.

კანტეს ტრავმის გამო მაურიციო სარის ურთულესი პრობლემების გადაჭრა მოუწევს. „მეთოფეებთან“ დაპირისპირებაში „არისტოკრატებს“ რუბენ ლოფტუს ჩიკიც დააკლდებათ. დიდი ალბათობით იტალიელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ბარკლის ტრიოს გაამწესებს, რომელიც წლევანდელ სეზონში ნამდვილად არ ბრწყინავს. კანტეს და ლოფტუს ჩიკის გარდა „ლურჯებს“ ანტონიო რუდიგერი და კალუმ ჰადსონ-ოდოიც ვერ დაეხმარებიან.

ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა ოთხშაბათს, 29 მაისსაა ჩანიშნული. ლონდონური დერბი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები