კიტეიშვილის საგოლე გადაცემა ავსტრიის ბუნდესლიგაში
Aa
Aa

კიტეიშვილის საგოლე გადაცემა ავსტრიის ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგის 2018-19 წლების სეზონის დასკვნით ტურში ''ვოლფსბერგერისა'' და გრაცის ''შტურმის''  შეხვედრის მე-11 წუთზე ოთარ კიტეიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ მიხაელ ლემამ ანგარიში გახსნა.

 

შესვენების შემდეგ ''ვოლფსბერგერმა'' 2 გოლი გაიტანა და მასპინძლებმა შეხვედრა 2:1 მოიგეს. საუკეთესო ექვსეულში ''შტურმი'' 24 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ კლუბში 2018 წლის ზაფხულში თბილისის ''დინამოდან'' გადავიდა.

''ვოლფსბერგერთან'' შეხვედრამდე კიტეიშვილმა ზედიზედ ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა. ასე რომ ჩემპიონატის დასკვნით სამ ტურში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებას კარგ ფორმაში ხვდება.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უახლოეს ორ მატჩს ივნისში გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები