მანე:
Aa
Aa

მანე: "მას გამარჯვების ბოლომდე არ სჯეროდა... ასეთი კლოპი პირველად ვნახე"

"ლივერპულის" სენეგალელმა შემტევმა სადიო მანემ Telefoot-თან საუბრისას იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო დეტალი გაიხსენა, რომელიც "ბარსელონასთან" "ენფილდზე" გასამართი მატჩის წინ მოხდა.

მანეს თქმით კლოპს გამარჯვების არ სჯეროდა.

"როგორიც ბარსელონასთან განმეორებითი მატჩის წინ იყო ასეთი კლოპი პირველად ვნახე. მან ჩვენი მოტივირება სცადა, ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეტყობოდა, რომ გამარჯვების ბოლომდე არ სჯეროდა.

ის განსაკუთრებულია, გაიძულებთ რომ მისთვის იბრძოლოთ და მისთვის ყველაფერი გაიღოთ.

ფინალი განსხვავებული იქნება. ეს მხოლოდ ერთი მატჩია და ის არც პრემიერლიგის ტურს არ ჰგავს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ".

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" ფინალური მატჩი 1 ივნისს მადრიდში "ატლეტიკოს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები