ქართველთა ორი ბრინჯაო ჩინეთის გრან პრიზე!
Aa
Aa

ქართველთა ორი ბრინჯაო ჩინეთის გრან პრიზე!

ჩინეთში ძიუდოს გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი პაპუნაშვილმა მეოთხედფინალური ეტაპი ვერ დაძლია, თუმცა დამამშვიდებელ  წრეში წარმატებით იასპარეზა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გადამწყვეტ შეხვედრაში პაპუნაშვილმა შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

პაპუნაშვილის მსგავსად ტურნირის დასკვნით დღეს მძიმე წონაში მოასპარეზე ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის მეოთხედფინალში ჩეხ ლუკას კრპალეკთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მატიაშვილმა გერმანელ იოანეს ფრეის სძლია და საქართველომ ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ცხელი ამბები