ხარაბაძემ სეზონი ბრწყინვალე საგოლე პასით დაასრულა
Aa
Aa

ხარაბაძემ სეზონი ბრწყინვალე საგოლე პასით დაასრულა

შვეიცარიის სუპერლიგის 2018-19 წლების გათამაშების უკანასკნელ 36-ე ტურში ''ციურიხისა'' და ''სენტ. გალენის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

''ციურიხის'' სასტარტო შემადგენლობაში ლევან ხარაბაძე მოხვდა, რომელმაც 50-ე წუთზე შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა და სალიმ ხელიფიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხარაბაძე ''ციურიხს'' გასულ ზამთარში შეუერთდა. მას შემდეგ შვეიცარიის სუპერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. გარდა ამისა მის ანგარიშზე 4 საგოლე პასია, რაც 19 წლის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია.

ხარაბაძემ მეოთხე საგოლე პასი სეზონის დასკვნით მატჩში ''სენტ. გალენთან'' შეასრულა.

 

10-გუნდიან ჩემპიონატში ''ციურიხი'' 44 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო ოთარ კაკაბაძის ''ლუცერნმა'' 46 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. სეზონის დასკვნით ტურში ''იანგ ბოიზმა'' შინ ''ლუცერნი'' 4:0 გაანადგურა. სტუმართა შორის ოთარ კაკაბაძეს არ უთამაშია, მან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები