ზაზა ნადირაძე:
Aa
Aa

ზაზა ნადირაძე: "მიხარია რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ"

დღეს პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გახდა.

25 წლის ნადირაძემ 200 მეტრი დისტანციის დაფარვისას წარმატებულად იასპარეზა. ნადირაძემ ნახევარფინალში 39.921 წამი აჩვენა, ფინალში კი 39.191 წამი. ქართველმა შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გამარჯვების შემდეგ ზაზა ნადირაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მეგობრებო, ყველას დიიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის, მიხარია რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ, ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით მაგრამ სწორედ ქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა ამ შედეგისთვის, თორე მოგება კი არა ფინალში ძლივს გავედი, როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს რო ვუგულშემატკივრებთ, და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით ნამდვილათ გავიხარებთ ასეა ეს და რა ვქნა.

მადლობა ყველას!!"

ცხელი ამბები