Aa
Aa

"არ მაინტერესებს ეს ილეთი ბინძური იყო თუ არა" - უცხოელი ქომაგები ტოჩინოშინის გამარჯვების შესახებ

ლევან გორგაძემ "ნაცუ ბაშოს" მე-14 სატურნირო დღეს მე-10 გამარჯვება გაიფორმა და ოძეკის წოდება ოფიციალურად დაიბრუნა.

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუს ჰატაკიკომის ილეთით სძლია. ლევანმა ეგრეთწოდებული ჰენკა გამოიყენა და მონღოლი დოჰიოზე დასცა.

ეს არ ყოფილა კლასიკური სუფთა ჰენკა, რადგან რიკიშებს შორის კონტაქტი შედგა, თუმცა ამას ახლა გადაწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ტოჩინოშინის ოძეკად აღდგენას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოურ წამყვან ფორუმებსა თუ ვებ გვერდებზე ქართველი ოძეკის გამარჯვებას ზეიმობენ და მის ჰენკას ბინძურ ილეთად სულაც არ მიიჩნევენ.

გთავაზობთ უამრავი დადებითი კომენტარიდან ყველაზე საინტერესო ნაწილს.

"ტოჩინოშინმა ოძეკობა დაიბრუნა! ასანოიამა ჩემპიონი გახდა. ვერ ვიჯერებ თუ როგორი სასაცილო იყო "ნაცუ ბაშო"."

"ახლა ვტოვებ რიოგოკუ კაკუგიკანს და ვერ გადმოგცემთ, თუ რა საოცარი ატმოსფერო იყო აქ, როდესაც დოჰიოზე ტოჩინოშინი და კაკურიუ გავიდნენ. ტოჩინოშინის სახელის ხმამაღალი და უწყვეტი სკანდირება!"

"ტოჩინოშინი ისევ ოძეკია!"

"იაპონელმა მსაჯებმა გუშინ ტოჩინოშინს გამარჯვება მოპარეს და მათ სუმოს ახალ ერაში ასანოიამას სახით იაპონელი ჩემპიონი მიიღეს. ტოჩინოშინი კვლავ ოძეკია!"

"ბედნიერი ვარ, რომ ტოჩინოშინმა მოიგო. არ მაინტერესებს ეს ილეთი ბინძური იყო თუ არა".

"ტოჩი გუშინდელი მარცხის შემდეგ სასოწარკვეთილი იყო და მისგან რამე მოულოდნელი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, კაკურიუ ამას უნდა მიმხვდარიყო და მზად უნდა ყოფილიყო".

"ის ფაქტი, რომ მას ამ ბაშოს მოგება შეეძლო... ეს უბრალოდ მკლავს მე".

"ეს სუფთა ჰენკა არ ყოფილა. ტოჩი კაკურიუს შეეხო. რა თქმა უნდა კონტაქტი ძლიერი არ ყოფილა, მაგრამ მაინც იყო".

"საინტერესოა თუ რას ფიქრობს სუმოს ასოციაცია გუშინდელი ბრძოლის შედეგთან დაკავშირებით..."

ტოჩინოშინი VS კაკურიუ

 

ცხელი ამბები