NBA-ს ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი -
Aa
Aa

NBA-ს ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი - "მილუოკი" გიანისს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს

NBA-ს ბერძენი სუპერვარსკვლავი გიანის ანტეტოკუნმპო მორიგ ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ის უკვე ზედიზედ მესამედ ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში მოხვდა.

ESPN-ის ინფორმაციით, გიანისს "მილუოკი" ახალი სეზონისთვის გაუმჯობესებულ სუპერკონტრაქტს შესთავაზებს. საუბარია 247 მილიონ დოლარზე.

აღსანიშნავია, რომ თუ ბერძენმა ხსენებული წინადადება მიიღო ეს NBA-ს ისტორიაში სარეკორდო ხელშეკრულება იქნება.

დღემდე ფინანსურად რეკორდული კონტრაქტი რასელ უესტბრუკს აქვს გაფორმებული - 205 მილიონი.

მიმდინარე სეზონში MVP-ის ტიტულის მთავარი პრედენდენტი სწორედ გიანისია და აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ "მილუოკი" თავის ლიდერს ახალ სოლიდურ კონტრაქტს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბაქსი" "ტორონტოსთან" 2:3-ს აგებს და მე-6 შეხვედრა ამაღამ კანადაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები