პსჟ-მ ტუხელთან 2021 წლამდე გაახანგრძლივა
Aa
Aa

პსჟ-მ ტუხელთან 2021 წლამდე გაახანგრძლივა

უძლიერესმა ფრანგულმა კლუბმა პსჟ-მ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. გერმანელი სპეციალისტი  კლუბს 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნის. 

2018-19 წლების სეზონში პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული პრიზი პარიზულმა გუნდმა ისტორიაში მერვედ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში პსჟ-ს საფრანგეთის თასის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ''რენისთან'' შეხვედრაში პენალტების სერიაში დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ მერვედფინალში ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' დამარცხდა. ასე რომ ტუხელის გუნდი სამ ტურნირზე ასპარეზობდა და მხოლოდ ერთი მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები