Aa
Aa

ნადირაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გახდა.

 25 წლის ნადირაძემ 200 მეტრი დისტანციის დაფარვისას წარმატებულად იასპარეზა. ნადირაძემ ნახევარფინალში 39.921 წამი აჩვენა, ფინალში კი 39.191 წამი. ქართველმა შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალი ყაზახმა ტიმურ ხაიდაროვმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი ბელარუსი არწიომ კოზიარი გავიდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის პირველი ეტაპი პოზნანში 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დამთავრდება. მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ნადირაძის გარდა საქართველოს სახელით ბადრი ყაველაშვილი და მურმან მალანია გამოდიან.

ცხელი ამბები