აზარის ტრანსფერი შედგება თუ... ''ჩელსი'' 130 მილიონს ითხოვს
Aa
Aa

აზარის ტრანსფერი შედგება თუ... ''ჩელსი'' 130 მილიონს ითხოვს

''ჩელსის'' ბელგიელმა ლიდერმა ედენ აზარმა კარიერა შესაძლოა მადრიდის ''რეალში'' გააგრძელოს. SkySports-ის ცნობით ლონდონური კლუბი მზადაა ''სამეფო კლუბის'' მხრიდან აზარის თაობაზე წინადადება მიიღოს და 28 წლის მოთამაშე 130 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ესპანურ გუნდს დაუთმოს.

აზარის თაობაზე ინფორმაციას Mirror-იც ავრცელებს. ''რეალს'' სატრანსფერო თანხის შემცირება სურს. გარიგების ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი სატრანსფერო თანხაა.

აღნიშნული წყაროს ცნობით აზარი ვითარების გარკვევას უახლოეს პერიოდში იმედოვნებს, მისი სურვილია ერთა ლიგის მატჩებამდე ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ერთა ლიგაზე ბელგიის ეროვნული ნაკრები 8 ივნისს ყაზახეთს შეხვდება, 11 ივნისს კი - შოტლანდიას.

აზარის თაობაზე მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა. პორტუგალიელმა SkySports-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი აზრით ზაფხულში აზარი მადრიდის ''რეალში'' გადავა. მოურინიომ აზარს ფანტასტიკური მოთამაშე უწოდა.

2012 წელს აზარი ფრანგული ''ლილიდან'' ''არისტოკრატებში'' გადავიდა. ბელგიელი ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა. ასევე მოიგო ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, ევროპა ლიგის 2012-13 წლების სეზონი ''ჩელსის'' გამარჯვებით დასრულდა. მიმდინარე სეზონში აზარს ევროპა ლიგის მეორედ მოგების შანსი აქვს, 29 მაისს ევროპა ლიგის ფინალში ''ჩელსი'' თანაქალაქელ ''არსენალს'' შეხვდება. ლონდონურ დერბის აზერბაიჯანის დედაქალი ბაქო უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები