პაპუნაშვილის საგოლე გადაცემა ესპანეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

პაპუნაშვილის საგოლე გადაცემა ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ''მალაგამ'' საკუთარ კედლებში ''სარაგოსა'' 3:1 დაამარცხა. 23 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ''სარაგოსას'' სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-9 წუთზე მისი საგოლე გადაცემის შემდეგ პეპ მასმა ანგარიში გახსნა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მოედანი 58-ე წუთზე დატოვა.

პაპუნაშვილი გასულ ორ ტურში პროდუქტიული იყო, ხიხონის ''სპორტინგთან'' შეხვედრაში გოლი გაიტანა, ''მალაგასთან'' კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე თვე გაუცდა. საერთო ჯამში ესპანეთის ჩემპიონატის 13 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 50 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები