Aa
Aa

არის ოძეკი! ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა!

"ნაცუ ბაშოს" მე-14 სატურნირო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იყო, რომელიც ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ოძეკის წოდება დაიბრუნა!

ლევანი პირველ კონტაქტს მოერიდა, ოდნავ გვერდით გაიწია და იოკოძუნა დოჰიოზე დაახეთქა. ეს იყო ეგრეთწოდებული ჰენკა.

ტოჩინოშინსა და კაკურიუს დღემდე 26 ორთაბრძოლა ჰქონდათ გამართული, რომელთაგან ლევანმა მხოლოდ 3-ის მოგება შეძლო. აქედან 2 გამარჯვება ქართველმა უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში მოიპოვა.

ყველას კარგად მოეხსენება გუშინდელი სკანდალური დღე, როდესაც ლევან გორგაძეს მსაჯებმა სუფთა გამარჯვება მოპარეს და ასანოიამას იმპერატორის თასისკენ გზა გაუკვალეს, რომელმაც დღეს თავისი ბრძოლა მოიგო და ტოჩინოშინის გამარჯვების შემდეგ ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

ტოჩინოშინის ხვალინდელი ემტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რაც სკამაოდ უცნაურია რადგან ამ დრომდე მეორე დღის ბრძოლები ყოველთვის გამოწვეყნებული იყო ხოლმე.

ლევან გორგაძეს ხვალ სავარაუდოდ რომელიმე ოძეკისთან მოუწევს შერკინება. დიდი ალბათობით ეს ტაკაიასუ იქნება.

ცხელი ამბები