ქართული დერბი ''დინამომ'' მოიგო:შენგელიას ბრწყინვალე გამარჯვების გოლი
Aa
Aa

ქართული დერბი ''დინამომ'' მოიგო:შენგელიას ბრწყინვალე გამარჯვების გოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის ''დინამომ'' ქართულ დერბიში ''დინამო არენაზე'' ქუთაისის ''ტორპედო'' 2:1 დაამარცხა.

თბილისის ''დინამოს'' ქომაგებმა სტადიონზე ბანერი გამოფინეს შემდეგი წარწერით:''აფხაზეთო როგორ სუნთქავ უსაქართველოდ?''

ანგარიში 31-ე წუთზე დმიტრო ივანისენიამ გახსნა, ლევან შენგელიას ჩაწოდებისას ბურთი ''ტორპედოს'' ნახევარმცველ გიგაურს მოხვდა, ივანისენიამ პირველივე შეხებაზე კარისკენ დაარტყა და ეფექტური გოლი გამოვიდა.

62-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ გრიგოლ დოლიძემ ანგარიში გაათანაბრა.

78-ე წუთზე ნიკა ნინუას გადაცემის შემდეგ ლევან შენგელიამ ბრწყინვალე დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო და თბილისურმა გუნდმა მარცხიანი სერია ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან შეწყვიტა.

  

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ თბილისის ''დინამომ'' 3 ქულის მოპოვება მოახერხა. სატურნირო ცხრილში ჩისკოს გუნდი 23 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამე საფეხურზე მყოფ ქუთაისის ''ტორპედოს'' მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური გორის ''დილასა'' და ''საბურთალოს'' შეხვედრით დასრულდა. 67-ე წუთზე გეგა დიასამიძემ თბილისური კლუბი დააწინაურა. 76-ე წუთზე კუციამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ''საბურთალო'' და ბათუმის ''დინამო'' 31-31 ქულით ლიდერობენ. მათ ქუთაისის ''ტორპედო'' 4 ქულით ჩამორჩება.

ფოტო: eliga,ge, fcdinamo.ge, ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები