ბასილაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის მასტერსზე დამარცხდა.

მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნახევარფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუიპირისპირდა  და 3 სეტში ანგარიშით 6:2 6:7 4:6 წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმიდნარეობის დროს 6 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ფინალურ შეხვედრაში კანადელი ჩოგბურთელი ფრანგ ბენუა პერის შეხვდება , რომელმაც თავის შეხვედრაში ტეილორ ჰარი ფრიცი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85 945 ევროს მიიღებს, ფინალისტი - 45 265.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები