სტამი
Aa
Aa

სტამი "მანჩესტერში" გატარებულ პირველ დღეებს იხსენებს: "აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? სჯობდა ჰოლანდიაში დავრჩენილიყავი“

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, იაპ სტამმა „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული პირველი დღეების შესახებ ისაუბრა. სტამის თქმით მიუხედავად იმისა, რომ იგი „პსვ-სთან“ ერთად ერედივიზიის ტრიუმფატორი გახდა და ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გამოარჩია, „ოცნებათა თეატრზე“ მაინც ძალიან გაუჭირდა.

სტამმა ამ საკითხის შესახებ talkSPORT-თან გააკეთა კომენტარი და განაცხადა: „ჰოლანდიაში დიდი ფეხბურთელი ვიყავი, „მანჩესტერში“ კი პატარა მოთამაშედ ვიქეცი. ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ. კინის, შმეიხელის, სქოულზის და გიგზის დონის ფეხბურთელებს შევუერთდი“.

„ინგლისში მათ მსოფლიო დონის მოთამაშეებად მიიჩნევდნენ. მე კი ჰოლანდიელი ბიჭუნა ვიყავი და როცა „იუნაიტედში“ გადავედი „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელებმა ჩემ შესახებ არაფერი იცოდნენ. ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწია. ხანდახან ჩემს თავს ვეკითხებოდი - აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? სჯობდა ჰოლანდიაში დავრჩენილიყავი“.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა. იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახლდით და ამის გამო დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი. პლუს ამას  გაზეთებს ვკითხულობდი, ტელევიზორს ვუყურებდი და რადიოს ვუსმენდი. ყველა პოზიტიურად მახასიათებდა და გაცემული ავანსები აუცილებლად უნდა გამემართლებინა, რაც იოლი ნამდვილად არ ყოფილა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები