ეკატერინე წივწივაძე ევროპის ნაკრებში მოხვდა
Aa
Aa

ეკატერინე წივწივაძე ევროპის ნაკრებში მოხვდა

29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდა, სადაც უკვე მეორედ, ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.  

ბოლონიაში გასამართ კემპზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორების, ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორების და ქალთა კალათბურთის კავშირის გადაწყვეტილებით,  შარშანდელი  Junior NBA-  საუკეთესო მოთამაშე ( MVP)  ნიკოლოზ აბულაძე   და გამორჩეული მოთამაშეები – ეკატერინე წივწივაძე და თენგო გოგიშვილი გაემგზავრნენ. ქართველ კალათბურთელებთან ერთად კემპზე მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელმა გიორგი რაზმაძემ.

კემპი NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების სამსახურის წევრებმა ჩაატარეს და მისი მიზანი ევროპაშუა აღმოსავლეთის ნაკრებისთვის შემადგენლობის შერჩევა გახლდათ. კემპის ორგანიზატორებმა ბოლონიის კემპზე ეკატერინე წივწივაძე აირჩიეს, რომელიც 2019 წლის 6-11 აგვისტოს ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპა-შუა აღმოსავლეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ჩვენი კონტინენტის ნაკრებისთვის  საბოლოოდ შეირჩა10-10 გოგონა და ბიჭი.

ეკატერინე წივწივაძემ ამის შესახებ  „იმედის დილის“  პირდაპირ ეთერში, მსოფლიო დონის ვარსკვლავისგან გაიგო. გადაცემშისან ანტონიოსშემადგენლობაში ნბა-ს ჩემპიონი და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელიბორის დიაო ჩაერთო, რომელმაც ეკატერინეს ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ნაკრებში მოხვედრა აცნობა. სასიხარულო ინფორმაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ეკატერინე წივწივაძე ემოციებით შეხვდა.

 

ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ქართველი კალათბურთელი უკვე მეორედ მოხვდა. შარშან, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის ნაკრებში  ჯუნიორ NBA-GBF ლიგაში მოაპარეზე ლუკა ალავიძე აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები