პოჩეტინო „ტოტენჰემში“ რჩება?
Aa
Aa

პოჩეტინო „ტოტენჰემში“ რჩება?

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მოტივირებულია, რომ ლონდონში დარჩეს. არგენტინელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ ორაზროვანი განცხადებები გააკეთა და ბევრის აზრით კლუბის დასატოვებლად ემზადებოდა, თუმცა როგორც ჩანს პოჩეტინო არსად წასვლას არ აპირებს.

მაურისიომ სამომავლო გეგმების შესახებ talkSPORT-თან ისაუბრა და აღნიშნა: „ჩემი აზრით ინფრასტრუქტურის მხრივ „ტოტენჰემი“ მსოფლიოში საუკეთესოა. „დეზებს“ შესანიშნავი სავარჯიშო ბაზა და ჩინებული სტადიონი აქვთ. ლონდონში ცხოვრება კი ცალკე სიამოვნებაა“,

„ჩვენ ყველაზე რთულ ჩემპიონატში, პრემიერ ლიგაში გამოვდივართ. აუცილებელია წინსვლა განვაგრძოთ და „ტოტენჰემს“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების გვერდით დავუმკვიდროთ ადგილი. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოტივირებული ვარ, რომ ლონდონში დავრჩე და „ტოტენჰემისთვის“ ყველაფერი გავაკეთო".

არგენტინელი სპეციალისტს უცხოური გამოცემები „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტს უწინასწარმეტყველებენ. ტურინული გუნდი მასიმილიანო ალეგრიმ დატოვა და პოჩეტინოს „მედ მაქსის“ ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა დიდი ალბათობით „ბებერ ქალბატონს“ სხვა კანდიდატის მოძებნა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები