17 წლის ტალანტის ჰეთ-თრიკი და ცრემლები:''სიღარიბეში გავიზარდე''
Aa
Aa

17 წლის ტალანტის ჰეთ-თრიკი და ცრემლები:''სიღარიბეში გავიზარდე''

ბრაზილიური ''ფლუმინენსეს'' 17 წლის ტალანტმა ჟოაო პედრომ ''მარაკანაზე'' კოპა სუდამერიკანას მეორე რაუნდში ''ატლეტიკო ნასიონალთან'' შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

პედრომ, რომელიც 2020 წლიდან ინგლისურ ''უოტფორდში'' ითამაშებს, გოლები მეტოქის კარში მე-3, მე-8 და 33-ე წუთებზე გაიტანა. სამი გოლის გარდა სამხრეთამერიკელმა ტალანტმა მე-12 წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩი ''ფლუმინენსეს'' გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

 FOX Sports-მა ბრაზილიელის ინტერვიუ გამოაქვეყნა, ჟოაო პედრო წარსულზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს: ''როცა საფეხბურთო აკადემიაში ვირიცხებოდი, მე და დედაჩემი გაჭირვებაში ვცხოვრობდით. ბევრი ფული არ გვქონდა, სკოლაში, მეგობრებთან თუ სპორტულ დარბაზში ერთი ფეხსაცმლით დავდიოდი, მეტი არ მქონდა. დედაჩემი ყოველდღე ერთ ცალ კვერცხს ჭამდა და ხორცის ნაჭერს მიტოვებდა. რას ვაკეთებ აქ ოჯახისგან და მეგობრებისგან ასე შორს?

დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა და მეუბნებოდა:''ჩემო ბიჭო ყველაფერი კარგად იქნება. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იკვებო და ეს ყველაფერი მოედანზე ყოფნისას წყალში არ ჩაყარო.''

მოედანზე გასვლისას ან გოლის გატანისას ჩემს სვირინგებს ვკოცნი, რაც მაძლიერებს. მოედანზე მათთვის ვიხარჯები და არასდროს ვნებდები.''

ჟოაო პედროს მხრებზე დედისა და ბებიის სვირინგები აქვს გამოსახული.

ჟოაო პედრო მსოფლიოს ჩემპიონობაზე, ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგებაზე ოცნებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები