„ეს რა ჯანდაბაა! ტოჩის გამარჯვება მოპარეს“! სუმოს ქომაგების რეაქცია ტოჩინოშინის მარცხზე
Aa
Aa

„ეს რა ჯანდაბაა! ტოჩის გამარჯვება მოპარეს“! სუმოს ქომაგების რეაქცია ტოჩინოშინის მარცხზე

„ნაცუ ბაშოს“ მეცამეტე დღეს ტოჩინოშინს გამარჯვება მსაჯებმა მოპარეს! არადა ქართველმა სეკიტორმა ორთაბრძოლა შესანიშნავად ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ შიმპანებმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს და ტრიუმფატორად იაპონელი რიკიში, ასანოიამა გამოაცხადეს.

სუმოს უცხოელ ქომაგთა შორის ტოჩინოშინის „მარცხს“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ინტერნეტსივრცეში მსაჯთა გადაწყვეტილებას აქტიურად განიხილავდნენ და გულშემატკივართა უმრავლესობა მხარს ქართველ რიკიშის უჭერდა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს

„რა სირცხვილია“!

„მსაჯებმა ტოჩის გამარჯვება მოპარეს! ასანოიამა იაპონელი რიკიშია და იუშოს აღების შანსი მისცეს“.

„ღმერთო ჩემო! რა სისულელეა“!

„ეს რა ჯანდაბაა! ტოჩის გამარჯვება მოპარეს“!

„სურვილი რომ ჰქონოდათ მატჩრევანშს გამართავდნენ, მაგრამ უნდოდათ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის წოდება ვერ დაებრუნებინა და შანსი ხელიდან არ გაუშვეს“.

„დღემდე არ მჯეროდა, რომ სუმოში ტოჩინოშინის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება იყო! დღეს ყველაფერი შეიცვალა! მას მეათე გამარჯვება მოპარეს“!

„ოძეკიიიიიიიიი ტოჩიიიიიი! ნაადრევად ვიზეიმე... მსაჯებმა საშინელი შეცდომა დაუშვეს! სირცხვილია“!

„ჩაწყობილია“!

„ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ“!

„ღმერთო ჩემო! ყველაფერი აშკარააა! ტოჩინოშინს გამარჯვება 100 პროცენტით მოპარეს“!

„მეგონა მატჩრევანშს გამართავდნენ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს გავოცდი".

 "ჯანდაბა... ტოჩინოშინი მეცოდება".

"ვიღაცამ პოლიციაში დარეკეთ, ტოჩინოშინს გამარჯვება მოპარეს".

ცხელი ამბები