ხელბურთში ქვეყნის ჩემპიონები გამოვლინდნენ
Aa
Aa

ხელბურთში ქვეყნის ჩემპიონები გამოვლინდნენ

ხელბურთის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ თბილისის „პეგასი“ 35-25 დაამარცხა და 2016 და 2018 წლის შემდეგ ტიტული მესამედ მოიპოვა. მესამე ადგილზე  თელავის იმედი-სტუ გავიდა, რომელმაც ქუთაისი 31-30 დაამარცხა.

პეგასი ფინალურ ოთხეულში მეორედ იყო, ფინალში პირველად გავიდა და 
ჩემპიონატის მედლები პირველად მოიპოვა, რაც ტიტე კალანდაძისა და გიორგი 
სახვაძის ახალგაზრდული გუნდისთვის უდაოდ დიდი წარმატებაა, მით უფრო, რომ გუნდს ტრავმის გამო მთელის სეზონის განმავლობაში  ერთ-ერთი ლიდერი ლაპიაშვილიაკლდა.

საქართველოს ჩემპიონი ქალთა ხელბურთში ფოთის “ოქროს ვერძი” გახდა,  რომელმაც 
ფინალში, თბილისის სპორტის სასახლეში ტურნირის შარშანდელი 
გამარჯვებული თბილისის “ქარიშხალა” 32-25 დაამარცხა.

ცხელი ამბები