ჰიონესმა დაადასტურა -
Aa
Aa

ჰიონესმა დაადასტურა - "ბაიერნი" სანეს შეძენითაა დაინტერესებული

მიუნხენის "ბაიერნის" ბოსები მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილოები არიან და შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობენ.

Bild-ის მიხედვით ზაფხულში მიუნხენელები ტრანსფერებზე 200 მილიონ ევროს დახარჯავენ. Kicker-ის ცნობით კი გერმანული გრანდი მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" 23 წლის ფეხბურთელი, ლეროი სანე იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია ული ჰიონესმაც დაადასტურა. "ბაიერნის" პრეზიდენტს Sueddeutsche Zeitung-მა სანეს ტრანსფერის შესახებ კითხვა დაუსვა, რომელსაც ლეგენდარულმა გერმანელმა ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ ამ ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ".

სანეს "სიტისთან“ ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს. "ქალაქელებმა" ლეროი 37 მილიონ ფუნტად შეიძინეს და მის სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს მოითხოვენ. ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „რეკორდმაისტერი“ მზადაა სერიოზული ფინანსური რესურსი გაიღოს.

სანეს პეპ გუარდიოლა ძირითადად სათადარიგო სკამზე ტოვებს და არაა გამორიცხული ნავსაყუდელის შეცვლა თავად გერმანელსაც უნდოდეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები