Aa
Aa

"პსჟ-ს" პრეზიდენტს ბრალს კორუფციაში სდებენ

"პარი სენ-ჟერმენის" მფლობელი, ნასერ ალ-ხელაიფი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ყატარელ ბიზნესმენს ფრანგული სასამართლო ბრალს კორუფციაში სდებს.

საქმე მძლეოსნობის 2017 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ეხება. ფრანგი სამართალდამცველების ცნობით ალ-ხელაიფიმ 2011 წელს 3.5 მილიონ დოლარი გადაიხადა, რათა ტურნირი ყატარში გამართულიყო. აღსანიშნავია, რომ 2017-ში ყველაფერი ლონდონის სასარგებლოდ გადაწყდა, წელს კი შეჯიბრებებს სწორედ ყატარი უმასპინძლებს.

როგორც ირკვევა კომპანიამ სახელად Oryx Qatar Sports Investment-მა, რომელსაც ალ-ხელაიფი და მისი ძმა განაგებენ, მსოფლიო მძლეოსნობის მმართველი ორგანოს, IAAF-ის ყოფილი პრეზიდენტის, ლამინ დიაკის შვილის მფლობელობაში მყოფ ფირმას 3.5 მილიონი დოლარი გადაუხადა.

2019 წლის მარტში დიაკს ამ საქმესთან დაკავშირებით კორუფციაში დასდეს ბრალი. მის შვილზე კი დაპატიმრების ორდერია გაცემული. დიაკი IAAF-ს სათავეში 1999-დან 2015 წლამდე ედგა.

ალ-ხელაიფის ადვოკატმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ Oryx Qatar Sports Investment-ის მიერ შესრულებული ტრანზაქცია კანონს არ ეწინააღმდეგებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები