ნეიმარსა და მბაპეს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია - კილიანს ბრაზილიელის კომენტარი არ ესიამოვნა
Aa
Aa

ნეიმარსა და მბაპეს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია - კილიანს ბრაზილიელის კომენტარი არ ესიამოვნა

კილიან მბაპესა და ნეიმარის პარიზული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. Sport-ის ინფორმაციით საფრანგეთის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ "პსჟ-ის" ვარსკლავურ დუეტს შორის ურთიერთობა დაიძაბა და სიტუაცია დღემდე არ გამოსწორებულა.

ნეიმარის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, რომელშიც ბრაზილიელმა ფრანგული კლუბის ახალგაზრდების დამოკიდებულება გააკრიტიკა, მბაპე გააღიზიანა. კილიანი თვლის, რომ ნეიმარს საუბარი კონკრეტულად მის შესახებ ჰქონდა და ეს ფაქტი სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. როგორც მოგეხსენებათ "რენთან" მატჩში ფრანგმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო.

Sport-ის მიხედვით პარიზულ კლუბში არსებულ სიტუაციას მადრიდის "რეალი" უდიდესი ყურადღებით აკვირდება და თუ რომელიმე სუპერვარსკლავი "პარკ დე პრენსის" დატოვებას გადაწყვეტს, "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ ლიგა ერთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა. რაც შეეხება ნეიმარს, მისი სამომავლო გეგმების შესახებ დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია.

ბრაზილიელის სანაცვლოდ "პსჟ-მ" 198 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ხოლო მბაპეს შეძენა 166 მილიონ ფუნტად მოახერხა. ასე რომ "სამეფო კლუბს" ნებისმიერ შემთხვევაში დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები