Aa
Aa

"აინტრახტის" ქომაგები მშობლების გარეშე დარჩენილ აზერბაიჯანელ ბავშვებს ოცნებას აუსრულებენ

ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიმდინარე სეზონის აღმოჩენა გახლავთ. გერმანულმა კლუბმა ევროპა ლიგაზე ღირსეულად იასპარეზა, გუნდის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელების გადაბირებით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ და საშინაო არენაზე ქომაგების მიერ დადგმულმა წარმოდგენებმა საფეხბურთო სამყაროში დიდი აღტაცება გამოიწვია.

სამწუხაროდ „აინტრახტმა“ გულშემატკივრების იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა და „ჩელსისთან“ განცდილი მარცხის გამო ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. არადა ფრანკფურტელთა ფანატები საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ და ბაქოში გასამართი გადამწყვეტი მატჩის ბილეთები წინასწარ შეიძინეს...

„აინტრახტის“ ქომაგებს ბილეთების დაბრუნება ან გაყიდვა არ უფიქრიათ. მათ მარტივ გამოსავალს მიაგნეს. ისინი გეგმავენ ბილეთები ბაქოს SOS ბავშვთა სოფელში მყოფ ბიჭუნებსა და გოგონებს გადასცენ. ინიციატივის შედეგად 100 ბილეთი შეგროვდა. 

კამპანიის ორგანიზატორი ფრანკფურტელთა ერთ-ერთი გულშემატკივარია, რომელმაც თანამოაზრეებს საკუთარი იდეა კლუბის ფორუმზე გაუზიარა: „რამდენიმე დღეა ბაქოს SOS ბავშვთა სოფლის წარმომადგენლებს ვესაუბრები და გავიგე, რომ ბავშვები ფინალურ შეხვედრაზე წასვლაზე ოცნებობებ“.

როგორც ირკვევა 100 ბილეთი სავსებით საკმარისია და ფინალზე დასწრებას ბაქოს SOS ბავშვთა სოფელში მყოფი ყველა ბავშვი შეძლებ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები