Aa
Aa

ბასილაშვილმა ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია!

ლიონში მიმდინარე 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა!

ნიკამ შეხვედრა მოულოდნელად სუსტად დაიწყო და თავისი მოწოდებაც დათმო. 0:2-ის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა შეცდომები გამოასწორა და ცონგას უბრალოდ შანსი არ დაუტოვა.

აღსანიშნავია ბასილაშვილის კარგი თამაში მიღებაზე. ცონგას უძლიერეს ჩაწოდებებს საკმაოდ კარგად უმკლავდებოდა და ხანგრძლივ გათამაშებებში ფრანგს უშანსოდ ტოვებდა.

შეხვედრა 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი.

საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85 945 ევროს მიიღებს, ფინალისტი - 45 265.

ბასილაშვილს შარშან ლიონში არ უთამაშია და აქედან გამომდინარე მას ქულები დასაცავი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები