კეინმა ვარჯიში განაახლა!
Aa
Aa

კეინმა ვარჯიში განაახლა! "ტოტენჰემს" ტრავმირებული მოთამაშეები უბრუნდებიან

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 2 კვირით ადრე ლონდონის „ტოტენჰემში“ სასიამოვნო სიახლეებია.

დღეს ვარჯიში განაახლა ჰარი კეინმა, რომელსაც ტრავმის გამო „სიტისთან“ პირველი ¼-ფინალური შეხვედრის შემდეგ აღარ უთამაშია.

„დეზების“ დღევანდელ ვარჯიშზე კიდევ 2 სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. კეინის კარდა ვარჯიშის უფლება მიიღეს იან ვერტონგენმა და დევინსონ სანჩესმაც. პლუს ამას, ლონდონელებს მოულოდნელი სტუმარი ეწვიათ - ვარჯიშს ლეგენდარული დევიდ ბექჰემი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს მადრიდში „ატლეტიკოს“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება და „ტოტენჰემის“ მეტოქე „ლივერპული“ იქნება, რომელიც დიდი ალბათობით რობერტო ფირმინოს გარეშე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები