ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბარსელონამ" "გრონინგენის" 18 წლის ნახევარმცველი შეიძინა

„ბარსელონამ“ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა „გრონინგენის“ 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლუდოვიტ რეისი შეიძინა.

ჰოლანდიელი შუახაზელი „ბლაუგრანაში“ 3 წლით დარჩება და მხარეების სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება სამომავლოდ კიდევ 2 წლით გაგრძელდება.

რეისი თავიდან „ბარსა“ B-ს ფეხბურთელი იქნება და მისი პროგრესის შემთხვევაში ძირითად გუნდშიც მოხვდება.

ცნობილია, რომ ვალვერდე რეისს წინასასეზონო შეკრებაზე ძირითად გუნდთან ერთად წაიყვანს.

რეისის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. „ბარსას“ მისი ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლუდოვიტ რეისმა „გრონინგენის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები