ფრანგი მოკრივე სიკვდილს ებრძვის
Aa
Aa

ფრანგი მოკრივე სიკვდილს ებრძვის

ჟან-ჟაკ ოლივიე ფრანგი მოკრივეა, რომელიც პირველ მძიმე წონაში ასპარეზობს და ქვეყნის ჩემპიონი გახლავთ. კარიერის განმავლობაში მან რამდენიმე ძლიერი მეტოქე დაამარცხა, თუმცა ამჯერად ურთულესი ოპონენტის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.

ტულუზაში ყოფნისას ოლივიეს შელაპარაკება მოუვიდა და უცნობმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. ფრანგი რეანიმაციაში იმყოფება. ჟან-ჟაკი კლინიკაში მეხანძრეებმა გადაიყვანეს, რომლებიც დანაშაულის ადგილზე პირველები გამოცხადდნენ.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით საბედნიეროდ ტყვია გულს ასცდა. ჰოსპიტალში ოლივიეს ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

ფრანგმა მოკრივემ, რომლის ზედმეტსახელიც „ჰერკულესი“ გახლავთ, საფრანგეთის ჩემპიონობა 7 დეკემბერს დაისაკუთრა. 31 წლის მებრძოლს კარიერის განმავლობაში 13 დაპირისპირება აქვს ჩატარებული და რინგი გამარჯვებულმა 11-ჯერ დატოვა.

როგორც ირკვევა დამნაშავეებმა ოლივიესა და მის ძმას ჩანთა წაართვეს. ჯერჯერობით უცნობია ჩანთაში რა იდო. გამოძიება დაწყებულია და პოლიციას ეჭვმიტანილებიც ჰყავს.

ცხელი ამბები