ბასილაშვილმა ლამასინი დაამარცხა და ლიონის ტურნირის მეოთხედფინალშია!
Aa
Aa

ბასილაშვილმა ლამასინი დაამარცხა და ლიონის ტურნირის მეოთხედფინალშია!

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ლიონის ტურნირში 1/8-ფინალური ეტაპიდან ჩაერთო.

ნიკა პირველ ნომრად არის განთესილი და მთავარ ფავორიტად ითვლება. ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი ტრისტან ლამასინი იყო, რომელიც 2 სეტში 7:5, 7:5 დაამარცხა.

ლიონის ტურნირი 250-იანთა კატეგორიაში შედის. მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 85 945 ევროს მიიღებს, ფინალისტი - 45 265.

ბასილაშვილს შარშან ლიონში არ უთამაშია და აქედან გამომდინარე მას ქულები დასაცავი არ აქვს.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ასევე ფრანგი ჯო ვილფრიდ ცონგა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები