The Sun:
Aa
Aa

The Sun: "პსჟ" 50 მილიონად კიდევ ერთ სუპერტრანსფერს ამზადებს!

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun-ი საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს. სააგენტოს თქმით, ფრანგული "პსჟ" და მისი ჯიბესქელი ბოსები მორიგ სენსაციურ გარიგებას გეგმავენ. 

საქმე ეხება ინგლისური "ლივერპულის" შემტევ დანიელ სტარიჯს, რომელიც, მართლია, ტრავმებმა გატანჯა, თუმცა ამას მის მოთხოვნადობაზე არ უმოქმედია და პარიზელები ლივერპულელებს ძალიან მსუყე შეთავაზებას უმზადებენ, რომელზეც უარის თქმა ძალიან რთული იქნება. ვინაიდან ახლა "ლივერპულს" საქმე ისე არ აქვს, რომ 50 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვას, მაქსიმუმ მათ ფრანგებს თანხის გაზრდა მოსთხოვონ, რაც პრობლემა წესით არ უნდა გახდეს.

ასე რომ, დიდია იმის ალბათობა, რომ ზლატანის ან კავანის (ზაფხულში ერთ-ერთი "პსჟ"-ს ტოვებს) შემცვლელად შეგულებულმა სტარიჯმა კარიერა "პარკ დე პრენსზე" გააგრძელოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები