Aa
Aa

"კონკურენტები არ ვართ, დე იონგი ჩემს პოზიციაზე არ თამაშობს... გრიზმანის შეძენა გამიხარდება"


"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ესპანურ Mundo-სთან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ვალვერდეს შესახებ

"ვალვერდე ჩვენთვის იდეალური მწვრთნელია. მისი და სამწვრთნელო შტაბის მუშაობა უბრალოდ ფანტასტიურია".

დე იონგის და მასთან კონკურენცია

"მოხარული ვარ, რომ კლუბმა დე იონგი გაიფორმა. დიახ, ის აქ მოდის თუმცა არა ჩემს პოზიციაზე სათამაშოდ. ჩემი პოზიცია დაკავებულია. მას პატივს ვცემ და წარმატბებს ვუსურვებ ასი პროცენტით.

არ ვიცი საერთოდ ეს საუბრები რატომ დაიწყო. ის "აიაქსშიც" და ჰოლანდიის ნაკრებშიც ჩემგან განსხვავებით სხვა პოზიციაზე თამაშობს".

გრიზმანის ტრანსფერი

"გრიზმანის ჩვენს გუნდში ხილვა გამიხარდება. მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემი ოცნება წამართვა და მუნდიალის ფინალი მომიგო მე ის მაინც ძალიან მომწონს. გრიზმანი უმაღლესი დონის მოთამაშეა და ის ნებისმიერ გუნდში შეძლებს თამაშს".

ბარსა და მისი მომავალი

"რაც შეეხება ჩემს მომავალს, არ მესმის რატომ დამაკავშირა პრესამ "ინტერთან". ამ ფაქტს ვერ ავხსნი. მე სხვა კლუბებს დიდ პატივს ვცემ და ასეა მილანელთა შემთხვევაშიც, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მე "ბარსას" მოთამაშე ვარ და აქ ბედნიერი ვარ. აქ ჩემი ოჯახიც ბედნიერია.

რასაც პრესა წერს მასთან შეხება საერთოდ არ მაქვს. პრესისა და "ინტერის" მესმის, მაგრამ მე იქ ვარ სადაც მინდა, რომ ვიყო. "ბარსელონადან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები