20 წლამდელთა რაზმი არგენტინაში გასამართი ჩემპიონატისთვის
Aa
Aa

20 წლამდელთა რაზმი არგენტინაში გასამართი ჩემპიონატისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ. პირველ ორ წელს მათ თითო-თითო, მეოთხე თამაში მოიგეს , შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს და ჯამში სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავეს. 

 წელს არგენტინაშიჯგუფში, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ვიასპარეზებთ, იქ დაკავებული ადგილის მიხედვით კი გაირკვევა, საბოლოოდ რომელი პოზიციისთვის გააგრძელებენ ბრძოლას უმცროსი ბორჯღალოსნები.

პროგრამა მინიმუმი ახლაც 12 უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ბიჭები შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებასაც ეცდებიან. 

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინაში 25 მაისს მიემგზავრებიან და პირველ მატჩს 4 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე ახალ ზელანდიასთან სანტაფეში გამართავენ. ამის შემდეგ ისინი როსარიოში გადაინაცვლებენ და ჩვენი დროით 17:30 საათზე, 8 და 12 ივნისს, შესაბამისად სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას შეხვდებიან. ნახევარფინალური თამაშები 17, ხოლო ფინალური 22 ივნისს ჩატარდება

ცხელი ამბები