„ომი არ დასრულებულა“ - მაკგრეგორს ხაბიბთან მატჩრევანში სურს
Aa
Aa

„ომი არ დასრულებულა“ - მაკგრეგორს ხაბიბთან მატჩრევანში სურს

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი აცხადებს, რომ ხაბიბთან მატჩრევანში სურს. მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა 7 ოქტომბერს გაიმართა და დაღესტნელის გამარჯვებით დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ატეხილი ჩხუბის გამო ორივე მებრძოლმა დისკვალიფიკაცია მიიღო. კონორს ოქტაგონის მიღმა 6, ხოლო ხაბიბს 9 თვის გატარება მოუწია. 

უცხოური პრესა ირლანდიელის მომდევნო ოპონენტის შესახებ ბევრს წერდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. როგორც ჩანს კონორს ნურმაგომედოვთან კიდევ ერთი ჯახის გამართვა სურს. მაკგრეგორმა ტონი რობინსთან საუბრისას ასეთი განცხადება გააკეთა: "იმ საღამოს ბოლო დარტყმა მე განვახორციელე, რომელიც ხაბიბის ძმისკენ იყო მიმართული. მართალია ორთაბრძოლა ჩემს სასარგებლოდ არ დასრულებულა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ატეხილი ჩხუბისას ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა“.

„დამიჯერე ტონი, ომი არ დასრულებულა! მე ბრძოლისთვის და მატჩრევანშისთვის მზად ვარ! ისინი კი გარბიან! თუ ოქტაგონზე ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვერ შევერკინეთ, მათი ბრალი იქნება"! 

ცხელი ამბები