Aa
Aa

სენსაციური მარცხი - აბიმ ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდო

„ნაცუ ბაშოს“ მე-11 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა და მოულოდნელად ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

პირველი კონტაქტის შემდეგ ლევანმა წონასწორობა დაკარგა და აბიმ მისი დოჰიოდან გადაგდება შეძლო.

ლევან გორგაძესა და აბის დღემდე სულ 3 ბრძოლა ჰქონდათ გამართული და ყველა ჯერზე გამარჯვებული ქართველი იყო.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელსაც ლევანი კარიერაში პირველად შეხვდება.

მიმდინარე ბაშოზე მეისეის ანგარიშზე 7 გამარჯვება და 4 მარცხია.

ლევანს ოძეკის წოდების დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება.

ცხელი ამბები