მესუთ იოზილის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

მესუთ იოზილის ღირსეული ჟესტი

კალუმ აქსფორდი 8 წლის ბიჭუნაა, რომელიც „არსენალის“ დიდი გულშემატკივარია. იგი დაბადებიდანვე მძიმე დაავადებებს უმკლავდება და ამჟამადაც რთული პერიოდი უდგას. კალუმს საავადმყოფოში სიარული და გამოკვლევების ჩატარება რეგულარულად უწევს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად იგი „არსენალის“ თამაშებს ხშირად ადევნებს თვალს და კუმირიც ჰყავს - მესუთ იოზილი. კალუმს გერმანელთან შეხვედრა ძალიან უნდოდა და როგორც იქნა ოცნება აუსრულდა.

ბიჭუნას მშობლები საქველმოქმედო ორგანიზაცია Rays of Sunshine-ს დაუკავშირდნენ, რომლის საპატიო ელჩიც იოზილი გახლავთ. მესუთმა შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა და აქსფორდს სიურპრიზი მოუწყო.

8 წლის ბიჭუნას მშობლებმა უთხრეს, რომ ექიმთან უნდა წასულიყვნენ, რათა მორიგი კონსულტაცია გაევლოთ. „არსენალის“ მაისურში გამოწყობილი კალუმი და მისი და სახლის წინ აღმოჩნდნენ, რომელიც ეგონათ, რომ ექიმს ეკუთვნოდა. თუმცა მოულოდნელად იოზილი გამოჩნდა და ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გერმანელი და-ძმას ჩაეხუტა, სახლში შეიპატიჟა და შემდეგ მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები