ნესტამ
Aa
Aa

ნესტამ "პერუჯა" დატოვა

ალესანდრო ნესტამ "პერუჯას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია უმბრიული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, თავად ნესტამ კი "ინსტაგრამზე" მოკლე წერილი გამოაქვეყნა.

"დღეს დასრულდა თავგადასავალი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება და ზრდის საშუალება მომცა. აქ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი.

მადლობა სრულიად "პერუჯას", ჩემს ფეხბურთელებს და კლუბის ტიფოზებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მალე შევხვდებით". - წერს ლეგენდარული მცველი.

ალესანდრო ნესტამ "პერუჯა" გასული წლის მაისში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი სერია A-ში დაწინაურებასთან ახლოს ორჯერ იყო, თუმცა ფლეი-ოფის სტადია ვერცერთხელ დასძლია. 

ადგილობრივი გაზეთის, Corriere dell’Umbria-ს ინფორმაციით, "პერუჯას" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მასიმო ოდოსთან მართავს, რომელიც ბოლოს "კროტონეს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები