Aa
Aa

დე როსის "ბოკაში" გადასვლა რეალური ხდება?

არგენტინული პრესის ცნობით, დანიელე დე როსის „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლა სრულიად რეალურია და ამის დაახლოებით 60%-იანი შანსი არსებობს.

დე როსი „რომას“ რამდენიმე დღის წინ დაემშვიდობა, მის მსურველ კლუბებად კი „სიტი“ და ამერიკული „ნიუ იორკი“ სახელდებიან, თუმცა ყველაზე უფრო სწორედ „ბოკას“ ხელმძღვანელები აქტიურობენ.

ბუენოს აირესელთა კლუბის სპორტული დირექტორი ნიკოლას ბურდისოა, რომელიც დე როსის ყოფილი თანაგუნდელია, რაც მოლაპარაკებებში სწორედ „ბოკას“ წისქვილზე დაასხამს წყალს. კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ისაა, რომ დე როსის არგენტინული ფეხბურთის მიმართ კომპლიმენტები არასდროს დაუშურებია და არც იქ თამაში გამოურიცხავს.

35 წლის ნახევარმცველის განცხადებით, სერია A-ს ბოლო ტურის შემდეგ რამდენიმე კვირით ფეხბურთს ჩამოშორდება, დაისვენებს და მსურველი კლუბების წინადადებებსაც ამის შემდეგ განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები