Aa
Aa

"ტორონტო" დაბრუნდა - კანადელებმა ანგარიში გაათანაბრეს

„ტორონტო რეპტორზმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. გამთენიისას კანადელები „მილუოკი ბაქსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელად 120-102 სძლიეს.

კავაი ლეონარდმა და კომპანიამ ბრწყინვალე თამაში აჩვენეს და ყველა მეოთხედში „ხარირმებზე“ მეტი ქულა ჩააგდეს. „ტორონტომ“ წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია. „რეპტორზის“ რიგებში 15 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 5-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი კაილ ლოური გახლდათ, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. კანადელთა მეორე ხუთეულის კარგი გამოსვლაც აღსანიშნავია. „ტორონტოს“ სათადარიგო სკამმა 48 ქულა მიითვალა.

„მილუოკის“ რიგებში იანის ანტეტოკოუნმპოს და კრის მიდლტონის გარდა თამაში არავის წაუვიდა. ბერძნულ-ამერიკულმა დუეტმა აქტივში 55 ქულა ჩაიწერა, თუმცა მათი თანაგუნდელებიდან ერთადერთი, ვინც 10 ქულაზე მეტი დააგროვა, ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ. ამ უკანასკნელმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

დაძაბული მესამე მატჩის შემდეგ მეოთხე დაპირისპირება „ტორონტოს“ კარნახით წარიმართა და კანადელთა ტრიუმფით დასრულდა. ჯერჯერობით ოთხივე მატჩში მასპინძელმა გუნდმა იმარჯვა და „რეპტორზს“ ნავსის გატეხვის საშუალება 24 მაისს მიეცემა, როცა „მილუოკის“ სტუმრად შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები