შვაინშტაიგერმა საბედისწერო ტრავმა მიიღო
Aa
Aa

შვაინშტაიგერმა საბედისწერო ტრავმა მიიღო

"ანჩესტერ იუნაიტედის" გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, გუშინ მიღებული მუხლის ტრავმის გამო, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.

როგორც გერმანული ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, პირველადი სამედიცინო შემოწმების შედეგად, მუხლის ჯვარედინი მყესების სერიოზული დაზიანება შეინიშნება, რაც თანამედროვე ფეხბურთში საბედისწეროა.

ჯერჯერობით უცნობია შვაინშტაიგერის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები, თუმცა აშკარაა, რომ მისი ევრო 2016–ზე მონაწილეობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები