„ინტერი“ 15 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას გლოვობს
Aa
Aa

„ინტერი“ 15 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას გლოვობს

მილანის „ინტერის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, მაიკოლ ლენტინი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ დაავადებას ებრძოდა და სამწუხაროდ მისი დამარცხება ვერ მოახერხა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით „ინტერმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „მილანის ინტერი ახალგაზრდა ფეხბურთელის, მაიკოლ ლენტინის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს იზიარებს. „ინტერის“ მფლობელები, მწვრთნელები, ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე ადამიანები, სადაც მაიკოლი მოღვაწეობდა და კლუბის გულშემატკივრები ამ ურთულეს დღეს ოჯახის გვედით დგანან“.

ლენტინი პერსპექტიული ახალგაზრდა იყო, თუმცა 2017 წლის იანვარში იძულებული გახდა ფეხბურთზე უარი ეთქვა და მთელი კონცენტრაცია მკურნალობაზე გადაეტანა. ბოლო პერიოდში მაიკოლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმედისმომცემი ცნობები ვრცელდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

ლენტინის ხსოვნის საპატივცემულოდ მის მშობლიურ ქალაქში დროებით საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები