Aa
Aa

აბელარდო "ბეტისში"? - "ალავესი" უმწვრთნელოდ დარჩა

ბასკური „ალავესის“ მთავარმა მწვრთნელმა, აბელარდო ფერნანდესმა, კლუბიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. აბელარდოს „ალავესთან“ ერთად წარმატებული სეზონის ჰქონდა, რითაც სხვა გუნდების ყურადღება დაიმსახურა და მის ვიტორიადან წასვლას სწორედ ამას უკავშირებენ.

ესპანური პრესა 49 წლის სპეციალისტს „ბეტისის“ პოტენციურ მწვრთნელად განიხილავს. სევილიელებმა კიკე სეტიენთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ კვირას გამოაცხადეს.

აბელარდომ „ალავესი“ გასული სეზონის მიმდინარეობისას მაშინ ჩაიბარა, როცა ვიტორიელები ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, წლევანდელ სეზონში კი გუნდი ევროპა ლიგის საგზურს უმიზნებდა და საბოლოო შედეგს უკანასკნელ ტურებში წარუმატებელი თამაშის გამო ვერ მიაღწია.

აბელარდო ფერნანდესი 1994-2002 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, ხოლო ესპანეთის ნაკრების რიგებში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და „ფურია როხას“ ფორმით 54 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები